მეხუთე დღეს წარმოვადგინეთ პროექტის ბუკლეტები. ტრენერმა მოგვცა შენიშვნები. გავეცანით შეფასების რუბრიკებს. ჩამოვაყალიბეთ პროექტის სასწავლო მიზნები. გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო შეკითხვებს. ვიმსჯელეთ ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ შეკითხვებზე.
Saturday, May 31, 2014
Sunday, May 11, 2014
მეოთხე დღის რეფლექსია
მეოთხე დღეს გავეცანით drive-ში მუშაობის წესებს.შევქმენი პროექტის პორტფოლიო. ძალიან კარგი დღე იყო. დატვირთული ბევრი კითხვებით. მივიღეთ ბევრი ინფორმაცია.
Saturday, May 10, 2014
მესამე დღის რეფლექსია
განვიხილეთ პროექტების გეგმა, გავაანალიზეთ ერთმანეთის იდეები მივიღეთ დავალება:გავეცავით ბუკლეტის გაკეთებას. რაც ძალიან საინტერესო იყო.
Sunday, May 4, 2014
მეორე დღის რეფლექსია
მეორე დღეს გავეცანით ბლოგზე მუშაობას. მართლაც საინტერესო იქნება თუ მოსწავლეებსაც შევაქმნევინებ ბლოგებს და გავუზიარებთ ერთმანეთს სამუშაოებს. დავიწყეთ პროექტზე მუშაობა.წარმოვადგინეთ პროექტი იდეის დონეზე, მოგვცა გასათვალისწინებელი შენიშვნები . გავეცანით რესურსებსა და პირველ მოდულს. ძალიან საინტერესო ჩანს. მართლაც ეს თუ შევძელი და მოსწავლეებთან მუშაობაში გამოვიყენე ალბათ ნამდვილად წარმატებული მასწავლებელი ვიქნები.
პირველი დღის რეფლექსია
-პედაგოგებს სიახლეებთან სიახლოვე ყოველთვის გვჭირდება. ყოველთვის მაინტერესებდა როგორ გამეხადა მრავალფეროვანი ჩემი პრეზენტაცია. ჩამესვა ვიდეოები, სურათები და სხვა... მივიღე ბევრი საინტერესო ინფორმაცია , რაც ძალიან მიხარია. ალბათ შემდეგი დღეები უფრო საინტერესო იქნება. მართლაც თავდაუზოგავად მუშაობს ჩვენი ტრენერი-დათო ჯანიაშვილი, მეტად ყურადღებით უდგება თვითოეულ მონაწილეს.
Subscribe to:
Posts (Atom)